Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 23/10/2025 - 04/11/2025

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული

 

Paybox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი

 

რისი გაკეთება მოგიწევს:

მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება; 

შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;

მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;

მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ; 

საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება. 

 

ჩვენ გთავაზობთ:

ანაზღაურება - 800 ლარი;

ჯანმრთელობის დაზღვევა;

მოქნილ სამუშაო გრაფიკი;

საბონუსე ანაზღაურება (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);

Fitpass;

სხვადასხვა შიდა აქტივობები: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

სამუშაო გრაფიკი:

9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.

გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;

სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარები: 

  • მოქნილობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
  • კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.

 

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე. > სარეგისტრაციო ბმული <